LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაზაფხულის 10 სერიალი, რომელის გამოტოვებაც დაუშვებელია

398

მართალია გაზაფხული ახალი სერიალების პრემიერებით დატვირთული არაა, თუმცა, სეზონი ბევრი ცნობილი სერიალის დაბრუნებას გვპირდება. ცხადია, გეგმაშია ახალი სატელევიზო შოუების პრემიერებიც, რომელთაგან ბევრი მომავალი სეზონის ჰიტიც გახდება.

ლეგიონი – მეორე სეზონი (3 აპრილი)

Marvel-ის ცნობილ კომიქსზე დაფუძნებული სერიალი, რომელიც ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტის ისტორიას გვიყვება. პაციენტი შიზოფრენიის დიაგნოზით, რომლის როლსაც დენ სტივენსი ასრულებს, მუტანტიც აღმოჩნდება. ახალ სეზონში მოვლენები წინა სეზონიდან ერთი წლის შემდეგ ვითარდება და მთავარი გმირის ახალ თავგადასავალზე მოგვითხრობს.

გადაკვეთა-პირველი სეზონი (3 აპრილი)

ABC-ის ახალი სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის სერიალის შემქმნელები სერიალ „კრიმინალური აზროვნების“ ავტორებიც არიან. შოუ კატასტროფის შესახებ გვიყვება, რომელიც ლტოვილთა ჯგუფს შეემთხვა. აღმოჩნდება, რომ ლტოლვილებით სავსე გემი კატასტროფას განიცდის და მოულოდნელად მომავალში აღმოჩნდება, სადაც სამოქალაქო ომი მძვინვარებს.

ქალაქი და ქალაქი – პირველი სეზონი (6 აპრილი)

ჩაინ მიევილის რომანის ეკრანიზაცია, რომელიც 2009 წელს გამოიცა. წიგნმა Locus-ისა და არტურ კლარკის საპატიო პრემიებიც მიიღო. სერიალს BBC Two იღებს და მასში მთავარ როლებს დევიდ მორისონი და ლარა პულვერი ასრულებენ.

ევას მოკვლისას – პირველი სეზონი (8 აპრილი)

„გრეის ანატომიის“ ვარსკვლავი სანდრა ოუ, რომელიც ცნობილ სატელევიზიო შოუში ექიმ კრისტინა იანგის როლით დაგვამახსოვრდა, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ეკრანებზე ბრუნდება. „ოქროს გლობუსის“ მფლობელ სანდრა ოუს მალე  BBC America-ს ახალ ჯაშუშურ სერიალში ვიხილავთ, რომლის სახელწოდებაა „ევას მკვლელობისას“. სიუჟეტის ცენტრში ორი ქალის ისტორიაა. მათგან ერთ-ერთი MI5-ის აგენტი, ხოლო მეორე დაქირავებული მკვლელია. სანდრა ოუს გმირის ამოცანა, მკვლელის განადგურებაა. სანდრას პარტნიორი ფილმში ჯოდი კომერია, რომელმაც თავი დაგვამახსოვრა სერიალებით „ცამეტი“ და „თერი პრინცესა“.

საიდუმლო ძალაუფლება -პირველი სეზონი (9 აპრილი)

სერიალების,  „სამშობლო“ და „ღამის ადმინისტრატორის“ მოყვარულებს FOX ახალ სიურპრიზს უმზადებს. ეკრანებზე გამოდის ახალი ჯაშუშური სერიალი საიდუმლო სამსახურის აგენტების შესახებ. სერიალის ცენტრში ყოფილი სპეცაგენტი მაკს ისტონია, რომელიც სამსახურს შვილის გადარჩენის გამო უბრუნდება.

კოსმოსში დაკარგულები – პირველი სეზონი (13 აპრილი)

Netflix-ის ახალი სერიალი, რომელიც 1960-დან 1998 წლებში ეკრანებზე გამოსული სერიალის ახალი ვერსიაა. რობინსონების ახალი თაგადასავალი, საოცარი საუნდრეკი და ერთად გამოსული ყველა ეპიზოდი, უდაოდ მიაჯაჭვებს მაყურებელს ტელეეკრანებთან.

გეშინოდეთ მოსიარულე მკვდრების – მეოთხე სეზონი (15 აპრილი)

მოსიარულე მკვდრების სპინოფი, რომელსაც მაყურებელი დიდი ხანია ელის. სერიალს ძველ სახეებთან ერთად, ახალი გმირები შეემატებიან.

ველური დასავლეთის სამყარო – მეორე სეზონი (22 აპრილი)

ცნობილი სერიალის მეორე სეზონის გამოვლას მსოფლიო ელოდება. ამ დღისთვის ტეხასში გასართობი პარკიც კი გაიხსნა, სადაც ცნობილი მსახიობები ანდროიდებს განასახიერებენ. მაყურებელი მეორე სეზონში ცნობილი ისტორიის გაგრძელებას იხილავს, სადაც მეცნიერთა ჯგუფი ანდროიდებზე კონტროლს კარგავს.

გენიოსი – მეორე სეზონი (24 აპრილი)

National Geographic-ის პროექტი დედამიწაზე მცხორები გენიალური ადამიანების შესახებ გვიყვება. სერიალის პირველი სეზონი ალბეტრ აინშტეინს მიეძღვნა, მისი როლი კერანზე ანტონიო ბანდერასმა განასახიერა.

მხევლის წიგნი მეორე სეზონი (25 აპრილი)

„ოქროს გლობუსისა“ და „ემმის“ ტრიუმფატორი სერიალი „მხევლის წიგნი“ ეკრანებზე ბრუნდება. ინტერნტეში სერიალის მეორე სეზონის თრეილერი გავრცელდა. სიუჟეტის ცენტრში მთავარი გმირის, მოსს ჯუნის ორსულობაა, რომლის როლსაც ელიზაბეტ მოსი ასრულებს. მთავარი გმირი გილეადის რეჟიმთან ბრძოლას აგრძელებს და შვილის დაბრუნებას ცდილობს. მეორე სეზონის თრეილერი საკმაოდ ემოციურია და მასში ბევრი სულისშემძვრელი კადრია. ჩანს, რომ ის პირველი სეზონის მსგავსად, დაძაბული იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები