LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაზაფხულის შვიდი საუკეთესო სერიალი

117

გაზაფხულზე მაყურებელი მართლაც განებივრებული იქნება სერიალებით, მათ კი, ვისაც ნაკლებად ხიბლავს სატელევიზიო ისტორიები, დენი ბოილის ახალი ნამუშევარი და ანტონიო ბანდერასი მაინც უნდა ნახოს პაბლო პიკასოს როლში.

 

„სასიკვდილო ლტოლვა“ (Heathers) – ექსცენტრიკული შავი კომედია 1990-იანი წლებში პოპულარული ფილმის ერთგვარი ტელევერსიაა, რომლის მთავარი გმირები სკოლის მოსწავლეები არიან, რომლებიც სხვების წინააღმდეგ ინტრიგების ხლართვით, მუდმივად სკანდალებში ეხვევიან.

„ნდობა“ (Trust) – სერიალი გასული საუკუნის მეორე ნახევარში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული კრიმინალური ისტორიის მიხედვით შეიქმნა – 1973 წელს, იტალიაში ცნობილი ბიზნესმენის პოლ გეტის შვილიშვილი გაიტაცეს და გამოსასყიდად 17 მლნ. დოლარი მოითხოვეს, თუმცა, ბაბუამ უარი უარი თქვა ფულის გადახდაზე. ფილმზე „ოსკარის“ მფლობილმა რეჟისორმა დენი ბოილმა და ცნობილმა მსახიობებმა ჰილარი სუონკმა და დონალდ საზერლენდმა იმუშავეს.

„ევას მოკვლა“ (Killing Eve) – ჯაშუშური ტრილერი ბრიტანული სპეცსამსახურის აგენტებზე, რომელიც ფსიქიურად დაავადებულ სერიულ მკვლელზე ნადირობენ, რეჟისორებმა ჯონ ისტმა და ჰარი ბრედბირმა შექმნეს, მთავარი როლები კი, სანდრა ოჰიმ და ჯოდი კომერმა შეასრულეს.

„მისტერ მერსედესი“ (Mr. Mercedes) – სტივენ კინგის რომანის ეკრანიზაციამ გასულ წელს განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა, რაც არცაა გასაკვირი, რადგან ფილმზე „ემის“ მრავალგზის ლაურეატი დევიდ კელი მუშაობდა. როგორც ჩანს, ყოფილი პოლიციელის ისტორია, რომელიც გაუხსნელი დანაშაულებების გამოძიებას ცდილობს, წელსაც საკმაოდ აქტუალური იქნება.

„გენიოსი: პიკასო“ (Genius: Picasso) – National Geographic-ის ახალმა სერიალმა სტარტი 2017 წელს აიღო, პირველი სეზონი ალბერტ ეინშტეინს მიეძღვნა, მეორე კი, პაბლო პიკასოს დრამატულ ისტორიას დაეთმო, რომელიც ანტონიო ბანდერასმა განასახიერა.

„ველური დასავლეთის სამყარო 2“ (Westworld) – ფანტასტიკურმა სერიალმა ანდროიდებით დასახლებულ ატრაქციონების პარკზე, გასულ სეზონზე უკვე მოასწრო პოპულარობის მოპოვება, წელს კი, პროდიუსერ ჯონატან ნოლანის განცხადებით ბევრად საინტერესო იქნება, რადგან ძირითადი აქცებნტი პარკის „მეპატრონეების“ ყოველდღიური ცხოვრების დეტალებზე გაკეთდება.

„მხევლის წიგნი“ (The Handmaid’s Tale) – „მეორე სეზონი პევრად პირქუში და დრამატული იქნება, რადგან სამყარო სულ უფრო საზარელი და სახიფათო ხდება“, – აღნიშნა ყველაზე ფემინისტური სერიალის მთავარი როლის შემსრულებელმა ელიზაბეტ მოსმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები