LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაზაფხულზე რაჭული ლორის ქარხანა გაიხსნება

1716

ამბროლაურში წელს რაჭული ლორის გადამამუშავებელი ქარხანა გაიხსნება. პროექტი სახელმწიფოს მხარდაჭერით და თანადაფინანსებით მიმდინარეობს.

მშენებლობა უკვე დასასრულს უახლოვდება და გაზაფხულზე მის გახსნას ელოდებიან.

როგორც რაჭის გუბერნატორმა პაპუნა მარგველიძემ განაცხადა, ქარხანაში სულ მცირე 25 ადამიანი დასაქმდება.

„პირდაპირი დასაქმებულების გარდა, უამრავი ადგილობრივი დასაქმდება ირიბად. რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შესაძლებლობა ექნებათ პროდუქცია ჩააბარონ ქარხანაში და შემოსავალი მიიღონ“, – განაცხადა რაჭის გუბერნატორმა.

მშენებლობაზეც ძირითადად ადგილობრივები იყვნენ დასაქმებულები.

პროდუქცია პირველ ეტაპზე მხოლოდ ადგილობრივი სამომხმარებლო ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი. პროდუქტი შეფუთული და ბრენდირებული იქნება და ერთი კილოგრამი ლორის სავარაუდო ფასი 25 ლარით განისაზღვრება. საწარმოს მშენებლობისთვის 350 000 დოლარი დაიხარჯა.

 

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები