LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაზი წარმოებას დაარტყამს: გაძვირდება თუ არა პური

41

ბუნებრივი აირის ტარიფის მოსალოდნელ გაძვირებაზე წერას აგრელებს დღევანდელი „რეზონანსი“. ამჯერად „რეზონანსი“ გაზის გაძვირებით ინფლაციის მატებაზე ამახვილებს მკითხველის ყურადღებას და წერს, რომ ბუნებრივი აირის ფასის მატება პირველ რიგში დარტყმას მიაყენებს ადგილობრივ წარმოებას. სპეციალისტები იმასაც ამბობენ, რომ გაზის გაძვირებით პურის ფასის შენარჩუნება შეუძლებელი იქნება.

დღევანდელი „რეზონანსი“ კონტრაბანდის მასშტაბების გაზრდის შესახებ აქვეყნებს სტატიას. სტატიიდან შეიტყობთ, რომ 2017 წლის 1 იანვრიდან 20 თებერვლის ჩათვლით 320 შემთხვევაა გამოაშკარავებული. „რეზონანსი“ წერს, რომ როგორც იმპორტიორები ვარაუდობდნენ, თამბაქოს არალეგალურად შემოტანის ფაქტები გახშირდება. ოფიციალურად დაფიქსირებული 320 შემთხვევა კი იმას მიანიშნებს, რომ რეალურად ფაქტები ორჯერ მეტი იყო, უბრალოდ მათი აღრიცხვა ვერ მოხერხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები