LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაზსაცავის პროექტი მოგვცემს საშუალებას, დავიცვათ თავი რისკებისგან – გიორგი ქობულია

42

ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი ქობულიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გაზსაცავის პროექტთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის ქვეყნისთვის ძალიან მნიშვენლოვანი პროექტი და ამ პროექტის მნიშვნელობა არის ორმხრივი.

„ეს პროექტი მოგვცემს საშუალებას, რომ დავიცვათ თავი რისკებისგან, მაგალითად, უეცრად რომ შეგვიწყდეს გაზის მიწოდება. ეს პროექტი არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ თვე-თვენახევარის მარაგი გვექნება საქართველოში, რათა მოსახლეობას გაზი უპრობლემოდ მივაწოდოთ. მეორე არის ის, რომ ეს პროექტი კომერციულადაც მომგებიანია, რადგან შეგვეძლება, ვიყიდოთ გაზი, როცა მისი ტარიფი დაბალია და მოვიხმაროთ, როცა მისი ტარიფი მაღალია,“ – აღნიშნა ქობულიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები