LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გედევან ფოფხაძე ცილისმწამებელი კაცია, ურჩევნია საქმე აკეთოს – სოფიო კილაძე

94

გედევან ფოფხაძე არის ცილისმწამებელი კაცი, ჭორაობასა და ცილისწამებას ურჩევნია საქმე აკეთოს, რაშიც ის ხელფასს იღებს, – ასე ეხმიანება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო კილაძე, მისი პირველი მოადგილის გედევან ფოფხაძის ბრალდებას ფაქსიმილეს გაყალბების თაობაზე.

“როგორ შემეძლო გამეყალბებინა ფაქსიმილე, როცა ქვეყანაში ფიზიკურად არ ვიყავი. ვიყავი ჩინეთში და თუ ჩინეთიდან შეიძლება ფაქსიმილეს გაყალბება, მაშინ კი ბატონო, დანაშაული ჩამიდენია. გარდა ამისა, იურისტმა კაცმა უნდა იცოდეს, რომ თუ დანაშაულს ჰქონდა ადგილი და ის ამას ფარავდა, თავად უნდა მიეცეს პასუხისგებაში. მაშინ გედის პასუხისმგებლობაზეც ვიფიქროთ”, – განაცხადა სოფიო კილაძემ.

მისივე თქმით, გედევან ფოფხაძე საერთოდ არ დადის კომიტეტის სხდომებზე.

დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ “იმედის კვირასთან” სოფიო კილაძესთან კონფლიქტზე ისაუბრა.

“მოხდა რაღაც კონფლიქტი ჩვენ შორის, მივლინებაში ყოფნის დროს ჩემი ფაქსიმილე ჩემი ნებართვის გარეშე გამოიყენა, მე ვერ გავიგე ეს რატომ გააკეთა და აღარ მაინტერესებდა ამ ადამიანთან ურთიერთობა. მოვიკითხე, ვთქვი “ხალხო ამას რატომ აკეთებს ეს ადამიანი?”, ეს ხომ სისხლის სამართლის დანაშაულია”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები