LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გედევან ფოფხაძე კანაფის კულტივაციაზე ღვთისთვის სათნო გადაწყვეტილების მიღების მომხრეა

94

უმრავლესობის დეპუტატი, გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ მარიხუანას მოხმარების საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ხარვეზიანი, არასწორი და სამართლიანად დაუსაბუთებელია. როგორც ფოფხაძემ განაცხადა, ამას მარიხუანას საკითხზე მიმდინარე პროცესიც ადასტურებს.

„ეს პროცესი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის ხარვეზიანი. ვფიქრობ, სამართლებრივადაც დაუსაბუთებელი და არასწორი იყო ეს გადაწყვეტილება. პოლიტიკურადაც და ინსტიტუციონალურადაც არ არის სწორი, როდესაც საკანონმდებლო ორგანოს ასეთ ჩარჩოებში აქცევს საკონსტიტუციო სასამართლო. ვფიქრობ, საკონსტიტუციო სასამართლო ამ გადაწყვეტილებით თავისი უფლება-მოსილების ფარგლებს გასცდა,“ – განაცხადა ფოფხაძემ.

ფოფხაძის შეფასებით, შექმნილი მოცემულობა პირდაპირ ავალდებულებდა პარლამენტს, წარმოქმნილი სიცარიელე შევსებული და დარეგულირებულიყო. რაც შეეხება კანაფის კულტივაციას, გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ დიალოგი ყველა საკითხზე შესაძლებელია.

„დიალოგს არ უნდა გავექცეთ, მაგრამ ისეთი გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული, რომელიც სათნო იქნება ღვთისთვის, მორალურად მისაღები საზოგადოებისთვის და ქართული სახელმწიფოს ინტერესებში, ასევე იქნება წინაპირობა ძლიერი ქართული სახელმწიფოსი,“ – აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.

შსს-ს ინფორმაციით, მარიხუანას მოხმარების რეგულაციებთან დაკავშირებული კანონპროექტით მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოში ექცევა. რაც შეეხება კანაფის მოყვანა-წარმოებას სამედიცინო მიზნით ექსპორტზე გასატანად, კანონპროექტის თანახმად, სამედიცინო მიზნით კანაფის მოყვანა-წარმოება ექსპორტისთვის მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცეული ლიცენზირებადი საქმიანობა იქნება, ხოლო ​ლიცენზიის გაცემაზე და პირობების შესრულებაზე დამოუკიდებელი სააგენტოს მიერ მკაცრი კონტროლი განხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები