LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გედევან ფოფხაძე თვლის, რომ ეკლესიას საპარლამენტო მდივანი უნდა ჰყავდეს

33

„მღვდლები ხშირად ერევიან იმ საკითხებში, რაც მათი საქმე არ არის“- სალომე ზურაბიშვილის სკანდალური განცხადება დღეს პარლამენტის სხდომაზე სასაუბრო თემად იქცა.

დეპუტატები ირწმუნებიან, რომ კანონმდებლობა სასულიერო პირების კარნახით არ იწერება. თუმცა, გამონაკლისი გედი ფოფხაძეა, რომელიც მიიჩნევს, რომ საპატრიარქოს საპარლამენტო მდივანიც კი უნდა ჰყავდეს.

„სეკულარული სახელმწიფოს მშენებლობა არ ნიშნავს იმას, რომ არავის აზრი არ გაივალისწინო. პირიქით,  ეს ნიშნავს, რომ ყველას აზრი უნდა გაითვალისწინო, მითუმეტეს დომინანტი რელიგიური გაერთიანების“, – ამბობს დეპუტატი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები