LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გედევან ფოფხაძე უმრავლესობიდან არ წასულა – ეკა ბესელია

119

გედევან ფოფხაძე უმრავლესობიდან არ წასულა და ნურავის ეჩქარება ეს პროცესი. ეს ამხანაგური სასამართლოები ძალიან უხერხულია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ, განუცხადა.

საჭიროა შეხვედრა უმრავლესობის შიგნით. გედი ფოფხაძეც, ვიცი, რომ ამ შეხვედრას ელოდება. მას არავითარი ოფიციალური პროცედურები ჯერ არ დაუწყია, არავითარი განცხადება არ დაუწერია. თქვა, რომ რაღაც საკითხებია გასარკვევი და ეს უნდა მოხდეს უმრავლესობის ფორმატში. საჯარო განხილვები, თუ ვის რა მოეწონა, არ მოეწონა, არ მგონია, რომ იყოს კარგი და ჯანსაღი, – განაცხადა ბესელიამ.

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებას იმის შესახებ, რომ ფოფხაძემ შეურაცხყოფა მიაყენა თანაგუნდელებს, ბესელია ამბობს, რომ ის შეურაცხყოფილთა შორის არ არის.

შეგახსენებთ, რომ „ქართულ ოცნებაში“ აზრთა-სხვადასხვაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ნინია კაკაბაძე პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით აირჩია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები