LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გედევან ფოფხაძემ ემოციურ გამონათქვამებს სერიოზულად გადააჭარბა – გია ვოლსკი

51

პარლამენტის ვიცე სპიკერი გია ვოლსკი ფიქრობს, რომ გედევან ფოფხაძემ თავის ემოციურ გამონათქვამებს სერიოზულად გადააჭარბა. ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკი გედევან ფოფხაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ კომკავშირია.

„ჩემს თავს იმის ღირსად არ ვთვლი, რომ გედევან ფოფხაძემ სიტუაცია სიღრმისეულად არ განიხილოს და ასეთი განცხადებები გააკეთოს. საკითხის მიმართ მისი დამოკიდებულება სუბიექტურია, გედევან ფოფხაძეს თავისი სიმართლე აქვს და მისი შემდგომი ნაბიჯი სუბიექტური გადაწყვეტილებიდან უნდა გამოვიდეს. გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს.

საკითხების მიმართ მისი დამოკიდებულება სუბიექტურია და როგორი იქნება გადაწყვეტილება ვნახავთ, პარტიასთან დაკავშირებით მსჯელობა გვმართებს, როგორც არაერთხელ ვიმსჯელეთ დავით ჭიჭინაძის გამონათქვამებზე,” – განაცხადა ვოლსკიმ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის შეფასებით, დეპუტატ გედევან ფოფხაძის განცხადება „ქართული ოცნებისთვის“ შეურაცხმყოფელია.

როგორც კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ ის მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ კომკავშირია, მაშინ პარტიაში ვერ გაჩერდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები