LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გეფერინის” ჩანთები ჰონგ-კონგში გაიყიდება

191

ტყავის ჩანთების მწარმოებელი კომპანია „გეფერინი“ საკუთარ პროდუქციას ჩინეთში, ჰონგ-კონგში ექსპორტზე გაიტანს და 2018 წლის ივნისის თვეში საკუთარ მაღაზიასაც გახსნის.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით კოპანიის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ჰონგ-კონგში გამართულ ტყავის პროდუქტების გამოფენაზე APLF, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვანი კონტაქტები დაამაყრეს საერთაშორისო მყიდველებთან ე.წ „buyer”-ებთან. სწორედ ამ ღონისძიების შედეგად, შპს ”გეფერინსა” და კომპანია InterBlock Hong Kong Limited შორის საწარმატებული კონტრაქტი გაფორმდა , რომლის ფარგლებშიც ქართული კომპანია ჰონგ-კონგის ტერიტორიაზე ერთი წლის განმავლობაში ექსკლუზიური წარმომადგენელი იქნება.

„ჰონგ-კონგში, APLF გამოფენაზე მონაწილეობის მიღებამ, გეფერინს მოუტანა ძალიან დიდი წარმატება. სულ მალე ჰონგ-კონგში გაიხსნება ჩვენი ბრენდის მაღაზია, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება, ადგილზე დაათვალიეროს და შეიძინოს საქართველოში წარმოებული პროდუქცია,“ -ილია გეფერიძე, კომპანიის დამფუძნებელი.

აღსანიშნავია, რომ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად უწევს ორგანიზებას და აღნიშნული სახის გამოფენებში მონაწილეობით ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას, ამასთანავე, სათანადო პლატფორმას ქმნის ახალი სავაჭრო პარტნიორების შეძენისა და კონტაქტების დამყარების კუთხით. ზემოთხსენებული შეხვედრა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ფარგლებში ხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაციას, ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის გაზრდას საერთაშორისო ბაზრებზე, ქართული პროდუქტების ექსპორტის მოცულობის ზრდას და საქართველოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები