LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გეგა ფალავანდიშვილის სახლს ტყვია ესროლეს – „მადლობა მეგობრებს შეწუხებისთვის…“

89

გეგა ფალავანდიშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ფანჯრის ფოტო დადო, რომელსაც ტყვია აქვს ნასროლი და აღნიშნა, რომ ეს ამბავი ღამის 12 საათზე მოხდა.

„ღამის 12 საათზე საწოლი ოთახის ფანჯარაში რიკოშეტით მოხვედრილი ტყვია რა პრობლემაა 2017 წელს?!

აქვე დავამატებ ყველას დასანახად.

P.S: ყველა კარგად ვართ, დაზიანდა შუშა, მადლობა მეგობრებს შეწუხებისთვის და ვაკის პოლიციას გამოხმაურებისთვის 🙂 მშვიდობიან ღამეს გისურვებთ!

P.P.S. კომპეტენტურმა ხალხმა თქვა, ეს ტყვია კი არა, კისტის თოფი ან პნევმატური იარაღი იქნებოდაო! მეც თავისუფლად ამოვისუნთქე :)))“

გეგას მეგობრებმა უფრო მეტად დაკონკრეტება სთხოვეს, რაზეც მან უპასუხა: „ისროლა რა ვიღაც ჯიგარმა ქართველმა, ვის არ უსვრია…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები