LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გელა ხვედელიძეს სახლში 3-5 დღეში გაწერენ

53

შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, გელა ხვედელიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ამის შესახებ „ნიუ ჰოსპიტალსის” კლინიკურმა დირექტორმა, გიორგი კორძახიამ განაცხადა. ხვედელიძეს კლინიკიდან, სავარაუდოდ, 3-5 დღეში გაწერენ.

”პაციენტს დაუდგინდა სახის ძვლების მოტეხილობა. შესაძლებელი იყო თვალიც ყოფილიყო დაზიანებული. ამიტომ სრული დიაგნოსტირების შემდეგ გაკეთდა ოპერაცია, რაშიც ორი ჯგუფი იყო ჩართული. შეფასდა თვალის მდგომარეობაც და იყვნენ ყბა-სახის ქირურგებიც. ოპერაციის შემდეგ მისი მდგომარეობა არის აბსოლუტურად სტაბილური. კორექცია მოხდა იმ დასახულ მასშტაბში, რაც იყო ჩაფიქრებული. მისი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, საშუალო სიმძიმის და სტაბილური”, – განაცხადა კორძახიამ.

გელა ხვედელიძეს თავს გუშინ დაესხნენ, მომხდართან დაკავშირებით საქმე 177-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები