LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

GEM Fest ჯგუფის The Prodigy თაყვანისმცმლებს უპრეცედენტო საჩუქარს უკეთებს

69

GEM Fest ბრიტანული ჯგუფის The Prodigy თაყვანისმცმლებს უპრეცედენტო საჩუქარს უკეთებს. როგორც  GEM Fest-ის ორგანიზატორებმა განაცხადეს, ”ბლექ სი ჯაზ-ფესტივალისა” და Gem fest-ის ორგანიზატორების ერთობლივი გადაწყვეტილებით, ის, ვინც TKT.GE-ზე GEM Fest-ის მულტიპასს შეიძენს, The Prodigy-ს კონცერტის ბილეთს საჩუქრად მიიღებს.

”ბრიტანული ჯგუფი The Prodigy 1990 წელს შეიქმნა და Big Beat მიმდინარეობის პიონერად იქცა. კარიერის განმავლობაში 25 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა და ყველა, პრესტიჟული დაჯილდოების ნომინანტი გახდა, მათ შორის Grammy Awards, Brit Awards, MTV Europe Music Awards.

დღეს, The Prodigy მთელს მსოფლიოში, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ლაივ პროექტია, რომელიც მხოლოდ მასშტაბურ ფესტივალებზე უკრავს და 21 ივლისს, Gem-fest მისი მოსმენის შესაძლებლობას გჩუქნით. The Prodigy-ს ბილეთების გაყიდვა 11 მაისს დაიწყება.

Gem-fest 2016 ანაკლიაში 10-14 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება და ხუთ დღის განმავლობაში, ხუთ სცენაზე მსოფლიოს წამყვანი არტისტები 24 საათის განმავლობაში დაუკრავენ”, -ნათქვამია ინფორმაციაში.

13162285_1149294118426270_980483729_n

 

ipn.ge

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები