LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Gem Fest -ზე 40 000-მდე ადამიანს ელოდებიან!..

33

Ardaidardo.Ge

ქართული ელექტრონული მუსიკის ფესტივალი წინა წელს დაფუძნდა და საკმაოდ კარგი სტარტი აიღო, ფესტივალის ჰედლაინერი ცნობილი დიჯეი, არმინ ვან ბიურენი გახლდათ, რომელმაც „ჯემ ფესტი“ გახსნა. მუსიკალური ფესტივალი ათი დღის განმავლობაში გაგრძელდა.


წელს ორგანიზატორებმა ექვსდღიანი ფესტივალი დააანონსეს და ეტაპობრივად აცნობდნენ მელომანებს იმ დიჯეებს, რომლებიც ანაკლიაში 9-დან 14 აგვისტომდე დაუკრავენ. სია მართლაც საინტერესო და შთამბეჭდავია.

„ჯემ ფესტის“ 6 სცენაზე 24 საათის განმავლობაში წარდგებიან PAUL KALKBRENNER, PAUL VAN DYK, COSMIC GATE, DUB FX, NUERA, STEPHAN BODZIN, BORIS BREJCHA, ANJA SCHNEIDER, GusGus Live , TINI, FEDDE LE GRAND, AGORIA , BOYD SCHIDT, JULIA GOVOR და სხვა ცნობილი არტისტები. გარდა ამისა, დღის განმავლობაში, „ჯემ ფესტის“ სტუმრები სხვადასხვა საინტერესო სპორტულ, კულტურულ და ტურისტულ აქტივობაში ჩაერთვებიან.

ფესტივალზე 40 000-მდე ადამიანს ელოდებიან, რაც უპრეცედენტო რაოდენობა იქნება. ორგანიზატორები დამსწრეებს მაქსიმალურ უსაფრთხოებასა და კომფორტს, ასევე ფესტივალის ტერიტორიაზე ხელმისაწვდომ ფასებს ჰპირდებიან.

2 აგვისტოს, ფესტივალის დამფუძნებელი, გიორგი სიგუა ზუგდიდში, დადიანების სასახლეში ფესტივალის პრომოს წარადგენს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს. იქ შეკრებილ, აუდიტორიას მრავალი სიურპრიზი ელოდება. პრეზენტაცია საღამოს 8 საათზე დაიწყება.


ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები