LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Gemfest–ზე დაწრება არც ისე იაფი დაგიჯდებათ: ანაკლიაში ბინები გაძვირდა

საქართველოში ელექტრონული მუსიკის ყველაზე დიდი ფესტივალი Gemfest ანაკლიაში იწყება.

ფესტივალის ლაინაფში არიან ისეთი ცნობილი DJ–ები როგორიებიც არიან: SOLOMUN, MARTIN GARRIX, JAMES ZABIELA, DENNIS FERRER.

საქართველოში ეს ფესტივალი უკვე ტრადიციაა, თუმცა ქართველებისთვის მაინც ახალი ხილია. ამის გამო, კურორტზე ფასები „კაზანტიპივით“ არ ავარდნილა, თუმცა ნამდვილად გაიზარდა.

„ფორტუნა“ შეეცადა გაერკვია რა დაჯდება Gemfest–ზე დასწრება, თუნდაც ერთ უქმეებზე. შევადგინეთ ასევე გრძელვადიანი ბიუჯეტიც და აღმოჩნდა, რომ საქართველოში ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს საკმაოდ დიდი თანხების მობილიზება დასჭირდებათ.

ერთი დღის ბილეთის ფასი ამ დროისთვის, 100 ლარიდან იწყება. სამდღიანი მულტიფასი 220 ლარი ღირს, ხოლო ვიპ მულტიპასი, რომელშიც სხვადასხვა სპეციალური სერვისი შედის 2000 ლარამდე აღწევს.

შესაძლებელია ერთკვირიანი ( 280 ლ) და ერთთვიანი(500 ლ) მულტიპასის შეძენაც.

ბილეთების ყიდვის შემდეგ, Gemfest–ის სტუმრებს სჭირდებათ საცხოვრებელი…

 

კემპინგი

“ციტრუსი” – კემპინგის ზონა ფესტივალთან ახლოს

სპეციალურად ფესტივალისთვის, მთავარი სცენის მიმდებარედ, გამწვანებულ ზოლში, კემპინგის ადგილი მოეწყო.

წინა ფესტივალისგან განსხვავებით, წელს ტერიტორიაზე საკუთარი კარვით შესვლა აკრძალულია.

კემპინგზე ორგანიზატორების მიერ მოწყობილი კარვები დაგხვდებათ, ბალიშით, რეზინის ჭილობით და საბნით – ამ კარვის დაქირავება 50 ლარი დაგიჯდებათ (ერთი კაცი ერთი ღამით)

ასევე შესაძლებელია კარვების ქალაქ „ციტრუსში“ განთავსება, რომელიც ფესტივალის ტერიტორიიდან 15 წუთის სავალზეა. აქ კარვებში ღამის გათევის ფასი 20 ლარიდან იწყება.

 

ბინები და სასტუმროები

იაფად ბინების შოვნა შესაძლებელია ზუგდიდში, აქ 1 ღამის ფასი 10 დოლარიდან იწყება, თუმცა დაბალფასიანი სახლები, ფესტივალის ტერიტორიიდან საკმაოდ შორსაა.

ბინების ნახვა შესაძლებელია places.georgia.travel–ზეც, სადაც ფასები შედარებით დაბალია. ღამის გათევას ამ საიტის მეშვეობთ ანაკლიაში 7 დოლარიდან შეძლებთ.

სახლების დაჯავშნა mymarket.ge–ზეც შეგიძლიათ, ზღვის სანაპიროდან 4–5 კილომეტრში მდგარ სახლებში 1 ადამიანის ღამისგასათევის ფასი 30 ლარიდან იწყება.

40 ლარიდან კი ფესტივალის ტერიტორიასთან შედარებით  ახლოს იქირავებთ ოთახს, თუმცა ნაკლებად კომფორტულ პირობებში იქნებით.

Booking.com –ზე კი საოჯახო სასტუმროს ფასები კი სულ მცირე 85 ლარიდან იწყება და 200 ლარამდე ადის.

 

მგზავრობა

რაც შეეხება ფესტივალზე გამგზავრებას, არჩევანი აქაც დიდია: შეგიძლიათ ისარგებლოთ როგორც კერძო ავტომობილით, ასევე ავტობუსით, რკინიგზითა და თვითმფრინავით (გააჩნია საიდან მიდიხართ).

ფასებიც შესაბამისად განსხვავდება იმის მიხედვით, მგზავრობის რომელ ფორმას აარჩევთ და რომელი ქალაქიდან დაგეგმავთ გამგზავრებას.

თბილისიდან ავტობუსის ფასები 30 ლარიდან იწყება, ბათუმიდან და ქუთაისიდან ანაკლიაში გამგზავრება 25 ლარი ღირს.

შეგიძლიათ ასევე, gotrip.ge–ით ისარგებლოთ. ამ საიტზე ავტომობილისა და მძღოლის დაქირავებას 100 დოლარიდან შეძლებთ.

თუ მსუბუქი ავტომობილით იაფად მგზავრობა გსურთ, შეგიძლიათ hophop.ge–თი ისარგებლოთ და გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ამ გზაზე მიმავალ ავტომობილებს დაემგზავროთ.

თუ ამ ხარჯებსა და ფასებს გადავხედავთ, გამოდის რომ გზა, ბილეთი და ფესტივალიდან მოშორებით კარავში ღამისთევა, ეს ყველაფერი ერთი უქმეები, სულ მცირე 320 ლარი დაგიჯდებათ. ამასთან ერთად უნდა გაითვალისწინოთ კვებისა და სასმელის ფასები…

ასე რომ Gemfest–ური უიქენდი, არც ისე მცირე თანხებთანაა დაკავშირებული…

თამთა უთურგაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები