LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გემრიელი” ნიღაბი ყველა ტიპის სახის კანისთვის

1171

როგორც წესი, კოსმეტოლოგიაში სახის კანის სამ ტიპს – ნორმალურს, ცხიმიანს და მშრალს განასხვავებენ. ყველა ტიპის კანისთვის თავისი ნიღაბი არსებობს. საკუთარი კანის ტიპის გარკვევაში მარტივი ტესტი დაგეხმარებათ – დაბანიდან ორი საათის შემდეგ სახეზე ქაღალდის ხელსახოცი დაიდეთ. თუ ხელსახოცზე ცხიმიანი ლაქები დარჩა, თქვენ ცხიმიანი კანი გაქვთ. იმ შემთხვევაში კი, თუ ლაქები არ დარჩა – ან მშრალი კანი გაქვთ ან ნორმალური. მშრალი კანის მქონე ქალბატონებს ხშირად ექმნებათ დისკომფორტი, აქვთ სიმშრალის გრძნობა და პირის დაბანის ხშირი სურვილი. გასათვალისწინებელია, რომ ნორმალური  კანი ძალიან იშვიათია და მხოლოდ ჯანმრთელ ახალგაზრდებს აქვთ. სახის კანის ტიპის განსაზღვრის შემდეგ შეიგიძლიათ შესაბამისი ნიღაბიც შეარჩით. გთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს.

ნიღაბი ნორმალური კანისთვის

სტაფილოსა და ხაჭოს ნიღაბი – აურიეთ ერთმანეთში ერთი სუფრის კოვზი ხაჭო და ატმის ცხიმი, დაუმატეთ ცოტა სტაფილოს წვენი, ცოტა რძე და 30 წუთით გაიჩერეთ სახეზე.

ყურძნის ნიღაბი – შუაზე გაჭერით ყურძნის რამდენიმე მარცვალი, წვენი კი, 20 წუთით წაისვით სახესა და ყელზე. ნიღაბი კანს ელასტიურობას და სიგლუვეს მატებს.

კიტრის ნიღაბი – ერთი თვის განმავლობაში, ძილის წინ კიტრის წვენით დაიბანეთ სახე. კიტრის წვენი ახალგაზრდობას მატება სახის კანს და აქრობს ნაოჭებს.

 

ნიღაბი მშრალი კანისთვის

ბანანის ნიღაბი – კარგად დასრესილ ბანანს დაუმატეთ ცოტა რძე და დაიდეთ სახეზე. ნიღაბი მოიცილეთ ფრთხილად და მხოლოდ რძეში დასველებული ბამბის ტამპონით.

ატმის ნიღაბი – 1 კვერცხის ცილა აურიეთ რამდენიმე ნაჭერ რბილ ატამთან. კარგად ათქვეფის შემდეგ დაუმატეთ ცოტა ფქვილი. დაიდეთ სახეზე და გააჩერეთ 15 წუთი.

მწვანე სალათის ნიღაბი – წვრილად დაჭერით სალათის ფოთლები და დაუმატეთ ცოტა ზეითუნის ზეთი. გაიჩერეთ სახეზე 20 წუთი და ჩამოიბანეთ.

 

ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის

მარწყვის ნიღაბი – რამდენიმე კარგად დასრესილი მარწყვი 20 წუთით გაიჩერეთ სახეზე. მარწყვი საგრძნობლად ათეთრებს სახის კანს.

თაფლისა და ლიმონის ნიღაბი – ერთი ცალი ლიმონის წვენი აურიეთ 100 გრამ თაფლში და დაიდეთ სახეზე დაბანის წინ.

ლიმონის ნიღაბი – 1 კვერცხის ცილას დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და 20 წუთით წაისვით სახეზე. ნიღაბი ხელს უწყობს კანის გათეთრებას.

დადებითი ეფექტის მისაღწევად ნებისმიერი ნიღაბი კვირაში 3-ჯერ მაინც უნდა გაიკეთოთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები