LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გენდერული და გენდერული იდენტობის ნიშნით ჩადენილი დანაშაული დამამძიმებელი გარემოება იქნება

61

მთავრობას წარვუდგინეთ პროექტი, რომლის მიხედვით, გენდერული და გენდერული იდენტობის ნიშნით ჩადენილი დანაშაული პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად იქნება გათვალისწინებული. საუბარია მათ შორის მკვლელობაზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განუცხადა.

მისი განმარტებით, სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები ფემიციდის ცალკე მუხლად გატანას არ ითვალისწინებს, ამის მიზეზად კი, ნათია მეზვრიშვილი დისკრიმინაციული კანონის მიღების თავიდან აცილებას ასახელებს.

ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, პროექტი მთავრობას უკვე წარედგინა და სავარაუდოდ, მომავალ კვირას პარლამენტში გაიგზავნება.