LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გენდერული ძალადობა სექსმუშაკების წინააღმდეგ – იურისტები საკანონმდებლო ნორმის ხარვეზებზე მიუთითებენ

49

გენდერული ძალადობა სექსმუშაკების წინააღმდეგ – ამ სახელწოდებით კვლევის შედეგებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ გამოაქვეყნებს. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, ირკვევა, რომ ზოგადი სურათი საგანგაშოა, რადგან ხშირია შემთხვევები, როდესაც სექსმუშაკებს სურთ ძალადობისგან თავის დაღწევა, თუმცა ამას ვერ ახერხებენ.

იურისტები საკანონმდებლო ნორმის ხარვეზებზეც მიუთითებენ და პოლიციელებისთვის გარკვეული უფლებების შეზღუდვას მოითხოვენ. მათი ერთ-ერთი მთავრი რეკომენდაციაც სწორედ ამას უკავშირდება.

„აღნიშნულ პრობლემას დიდწილად განაპირობებს დღეს ქვეყანაში არსებული რეპრესიული კანონმდებლობა და, ასევე, ის პრაქტიკა, რომელსაც სამართალდამცველი ორგანოები იყენებენ სექსმუშაკებთან მოქმედების დროს. ძალიან მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ნორმები, რომელიც სამართალდამცველ ორგანოებს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების უფლებას აძლევს, გაუქმდეს,“ – ამბობს საიას იურისტი, თამარ დეკანოსიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები