LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გენერალ მაზნიაშვილის ბიუსტის გახსნას სკანდალი მოჰყვა – „აიღეთ ეს სრული სიმახინჯე!..“

278

30 ნოემბერს თბილისში მაზნიაშვილისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების კვეთაზე გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტი გაიხსნა. ქართველი ეროვნული გმირის ბიუსტის ავტორი გახლავთ გენადი ზაქარაიაა. ფოტოების გავრცელების შემდეგ სოციალურ ქსელში გაჩნდა მოთხოვნა, სასწრაფოდ აიღონ მაზნიაშვილის ძეგლი, რომელიც ზოგიერთის მოსაზრებით, სრული სიმახინჯეა.

„მოვითხოვთ წინამძღვრიშვილის ქუჩიდან აღებულ იქნას ეს სიმახინჯე. გენერალი მაზნიაშვილი ასეთ ბიუსტს არ იმსახურებს“.- აღნიშნულია Geo-army. Ge-ის მიერ გავრცელებულ პოსტში.

პოსტს, რასაკვირველია, მოჰყვა აღშფოთებული ადამიანების კომენტარებიც:

„მაზნიაშვილია თუ სალვადორ დალი… ყველა სისულელე ჩვენ უნდა გავაკეთოთ, ეს არის უპატივცემულობა ჩვენი წინაპრების და ისტორიის. ვინ უნდა აგოს პასუხი ან სადა გვყავს ჩვენ პატრონი, ამიტომ ჩვენი თავის და ქვეყნის პატრონი უნდა ვიყოთ. ჩვენ მოვხსნათ ეგ სიმახინჯე და ახალი დავადგმევინოთ“.

„კარიკატურა უფროა, ვიდრე ბიუსტი! რა შინაარსის მატარებელია, ის მაინც გვითხრას ავტორმა… აი, ამას ჰქვია უგემოვნება და უუნარობა ((((“.

„გამიხარდა, პატივი დადეს და ძეგლი გაუხსნეს-მეთქი, მაგრამ ბოდიში და ბაყაყი მეგონა“.

„ეს ნამუშევარია თუ ქინდერში აწყობილი სალვადორ დალი?..“

15239366_10209930913442547_858252030_n

15319520_10209930913482548_538487184_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები