LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გენერალ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ჭანტურია სასამართლოს პროტესტს უცხადებს

39

რუსთავის საქალაქო სასამართლოში გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის განხილვა გადაიდო.  პროცესზე პროტესტის ნიშნად მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ჭანტურია არ გამოცხადდა. მისი პოზიცია მოსამართლეს ადვოკატმა ბექა ბასილაიამ გააცნო.

„წინასასამართლო სხდომის მოსამართლემ არა ერთი უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, რისი არასამართლებრივი გზებით რესტავრაციის მცდელობა იყო არსებითი განხილვის დასაწყისში. სწორედ ამას გამოვუცხადეთ პროტესტი. ეს არ ეხება პროცესის გაჭიანურებას,“ – განაცხადა ადვოკატმა.

პროკურატურა დაცვის მხარის ქმედებასა და ჭანტურიას პროცესზე გამოუცხადებლობას პროცესის გაჭიანურებად აფასებს.

„სასამართლომ არა ერთხელ მისცა შესაძლებლობა ბრალდებულს, ასევე მის ადვოკატებს, რომ ჩამოყალიბდნენ განხილვის როგორ წესს ირჩევენ – მოსამართლეს თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს. მიუხედავად ამისა, ისინი მიზანმიმართულად ახდენენ პროცესის გაჭიანურებას. არ ახდენენ პოზიციის დაფიქსირებას,“ – განაცხადა პროკურორმა ლევან ჯალაღანიამ.

სასამართლო სხდომა 23 ოქტომბრისთვის გადაიდო. მოსამართლემ გიორგი ჭანტურიას კიდევ ერთხელ მისცა მოსაფიქრებლად დრო, რათა საბოლოოდ დააფიქსიროს პოზიცია, საქმეს არსებითად მოსამართლე განიხილავს თუ ნაფიცი მსაჯულები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები