LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გენგეგმაზე გადაწყვეტილების მიღებას ორშაბათს ვაპირებთ – კახა კალაძე

120

ორშაბათს ვაპირებთ, მივიღოთ გადაწყვეტილება გენგეგმასთან დაკავშირებით , – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ, პარლამენტში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, სადაც “ქართული ოცნების“ დეპუტატებთან ერთად, “სითი ინსტიტუტის“ მიერ მომზადებული თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტი განიხილეს.

კალაძის ინფორმაციით, მერიის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს ის შენიშვნები გააცნეს, რომელიც დოკუმენტთან დაკავშირებით მერიას გააჩნია და მათ მიერ დანახულ ხარვეზებზე ისაუბრეს.

“გადაწყვეტილება მისაღებია დედაქალაქის მერიის მხრიდან. უბრალოდ ვალდებული ვართ, ყველას გავაცნოთ დოკუმენტთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა. “სითი ინსტიტუტსაც“ აქვს ვალდებულება საჯარო შეხვედრები გამართოს. ვიცი, რომ ისინი პარასკევს მართავენ შეხვედრას და მერიის მხრიდან აუცილებლად დავესწრებით. უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ. გენგეგმის მიღება-არ მიღებით პასუხისმგებლობას იღებს დედაქალაქის მერია. მერიას 5 ეტაპი მიღებული აქვს. საკმაოდ მასშტაბური მასალაა, მოცულობითია. მე-6 ეტაპი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია და შეიძლება ითქვას, რომ ეს არის საბოლოო გენგეგმა, არის ხარვეზები ამ მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხრიდან მიცემული იყო ყველანაირი შესაძლებლობა და ყველანაირი ვადა იმისა, რომ გამოესწორებინათ, დღესაც არსებობს ხარვეზები“, – განაცხადა კალაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

პარლამენტში გამართულ შეხვედრაში პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს “ქართული ოცნების“ დეპუტატები მონაწილეობდნენ. შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები