LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გენუაში ორდღიანი გლოვა გამოცხადდა

56

იტალიის ქალაქი გენუა კვლავ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია  – საავტომობილო ხიდის ჩანგრევის გამო, მსხვერპლთა რიცხვი სულ უფრო იზრდება – მაშველები გადარჩენილ მგზავრებსა და მძღოლებს ამ დრომდე ეძებენ.

დაღუპულთა რიცხვი , ამ დროისთვის არსებული მონაცემებით 35-ია. ტრაგედიის დროს სულ მცირე 13 ადამიანი დაშავდა, 20-მდე პირი კი დაკარგულად მიიჩნევა.

მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ორდღიანი გლოვა გამოაცხადა.

„გენუას მერია თანაგრძნობის, სოლიდარობის და საკუთარი მოსახლეობის გვერდში დგომის ნიშნად 15 და 16 აგვისტოს სამოქალაქო გლოვის დღეებად აცხადებს“, – აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქალაქის მერმა კი ტრაგედიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ხიდის ჩამონგრევა მოულოდნელი არ ყოფილა. შემთხვევის ადგილზე მისულმა მარკო ბუჩიმ CNN-ის ჟურნალისტთან საუბრის დროს განაცხადა, რომ ხიდთან დაკავშირებით შესაძლო სამუშაოების ჩატარების შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა, რადგან ეს მის კომპეტენციაში არ შედიოდა, თუმცა როგორც ქალაქის სხვა მცხოვრებლებისთვის, მისთვისაც ხიდის ჩამონგრევა სრულიად მოულოდნელი არ ყოფილა.

ტრაგედიის გამომწვევ მიზეზად შტორმი დასახელდა. გამოძიების ვარაუდით, ხიმინჯმა სტიქიას ვერ გაუძლო.ადგილობრივი მედია კი  წერს, რომ იტალიელი ექსპერტები გენუას ხიდთან დაკავშირებულ პრობლემებზე ჯერ კიდევ 2016 წელს საუბრობდნენ, თუმცა  მთავრობას შესაბამისი ზომები არ მიუღია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები