LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გეოგრაფიული ექსპანსია” და “სოციალური მისია” – რუსული მედიაჰოლდინგი ქართულ ტელებაზარზე შემოდის

142

რუსული მედიაჰოლდინგი „გაზპრომ-მედია“, რომელსაც НТВ-ПЛЮС-ის ბრენდი ეკუთვნის, საქართველოს ფასიან სატელევიზიო ბაზარზე შემოდის. რუსულმა ტელემაუწყებელმა საქართველოში ლიცენზია უკვე მიიღო. ინფორმაცია ამის შესახებ კომპანიის საიტზე გამოქვეყნდა.

НТВ-ПЛЮС- ის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ საქართველოში მაუწყებლობის დაწყების მიზანი მხოლოდ ბიზნესი არაა და მათ სოციალური მისიაც აქვთ.

“გეოგრაფიული ექსპანსია ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტებია. საქართველო, რასაკვირველია, არის პერსპექტიული ბაზარი, მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოში მაუწყებლობის დაწყება არა მარტო ბიზნეს საქმეს წარმოადგენს. ჩვენთვის მნიშნელოვანია ასევე სოციალური მისია. მომავალში ჩვენ არ გამოვრიცხავთ დსთ-ს ქვეყნებში შესვლას,”- აცხადებს მიხაილ დომინი.

“გაზპრომ-მედიას” გენერალურმა დირექტორის, დიმიტრი ჩერნიშენკოს, განცხადებით, „გაზპრომ-მედიას“ უკვე აქვს თანამშრომლობის პოზიტიური გამოცდილება ქართულ კომპანია „მედია ჯგუფთან“, რომელიც ჰოლდინგის 20-ზე მეტი ტელეარხის ექსკლუზიური დისტრიბუტორია.

“საზღვარგარეთ ჩვენს მედიაკონტენტზე არსებული დიდი მოთხოვნა ამ პარტნიორობის პოტენციალზე მიუთითებს“, – განაცხადა დიმიტრი ჩერნიშენკომ.