LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Georgian Airways ახალი მიმართულებებით ფრენებს იწყებს

89

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways ლონდონისა და პრაღის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისების განხორციელებას იწყებს.

როგორც ”ფორტუნას” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, თბილისი-ლონდონი (გეთვიკის აეროპორტი)-თბილისი საჰაერო ხაზზე ოპერირებას ავიაკომპანია 15 მაისიდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და შაბათს გეგმავს. ავირეისები თბილისი-პრაღა-თბილისის მიმართულებაზე კი 22 მაისიდან, ასევე კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და შაბათს შესრულდება.
ამასთან, ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან „ჯორჯიან ეარვეისი“ განაახლებს ოპერირებას კიევისა და ხარკოვის მიმართულებებით შემდეგი განრიგით:

თბილისი-კიევი (ჟულიანის აეროპორტი)-თბილისი – ავიარეისები განხორციელდება 2 აპრილიდან, ყოველდღიურად, კვირაში 7 სიხშირით;

თბილისი-ხარკოვი-თბილისი – ფრენები შესრულდება 12 აპრილიდან სეზონის ბოლომდე, კვირაში 2 სიხშირით ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ აღნიშნულ საჰაერო ხაზებზე ოპერირების ნებართვა ავიაკომპანიას 2017 წლის 21 მარტს მიენიჭა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები