LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Georgian airways ბარსელონასკენ რეგულარული რეისების დანიშვნას არ ადასტურებს

71

თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა, თბილისი–ბარსელონას მიმართულებით პირდაპირი რეისების დაწყება დააანონსა.

როგორც მათ ფეისბუქის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რეისებს 5 ივლისიდან Georgian airways შეასრულებს.

“ფორტუნამ” ინფორმაცია Georgian airways–ში გადაამოწმა. როგორც ავიაკომპანიის პრესასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, საუბარია მხოლოდ ჩარტერულ რეისებზე.

“ბარსელონაში რეგულარული რეისების დაწყებასთან დაკავშირებით, საკითხი ჯერ არ განხილულა. საუბარია მხოლოდ ჩარტერზე”, – განაცხადა Georgian airways–ის წარმომადგენელმა “ფორტუნასთან”

ბარსელონას მიმართულებით, რეისები ავიაკომპანიას ერთ–ერთმა ტურისტულმა კომპანიამ დაუკვეთა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ: იფრინეთ ბარსელონას მიმართულებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. 5 ივლისიდან, ყოველკვირეული რეისების შესრულებას, ჯორჯიან ეარვეისი გეგმავს.

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები