LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Georgian Airways-მა უცხოურ ავიაკომპანიებზე მეტი მგზავრი გადაიყვანა

94

პირველად, ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, ქართულმა ავიაკომპანიამ უცხოურ ავიაკომპანიაზე მეტი მგზავრი გადაიყვანა. Georgian Airways მგზავრთნაკადით ქართული ბაზრის ლიდერი გახდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, 2018 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, Georgian Airways 247 485 მგზავრს მოემსახურა, მას მეორე ადგილზე მყოფი Turkish Airlines მოსდევს, 246 021 მგზავრით.

სააგენტოს ინფორმაციითვე, რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ხუთეული ასეთია:

ავიაკომპანია Georgian Airways – 247 485 მგზავრი 12%;

ავიაკომპანია Turkish Airlines – 246 021 მგზავრი 12%;

ავიაკომპანია Wizz Air – 223 364 მგზავრი 11%;

ავიაკომპანია Fly Dubai – 110 757 მგზავრი 5%

ავიაკომპანია Ukraine International Airlines – 109 529 მგზავრი 5%.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები