LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Georgian Airways: ტავ ჯორჯიას არ სურს, რომ ავიაბილეთები იყოს იაფი

118

ავიაკომპანია Georgian Airways-ის დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველ კომპანიასთან, “ტავ ჯორჯიასთან” დაკავშირებით საუბრობს და ამბობს, რომ მათ არ სურთ ავიაბილეთები ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს.

“ჩვენ შევეცადეთ, რომ ჯერ კიდევ შარშან “ტავ ჯორჯიასთან” გველაპარაკა ამ თემებზე რომ ვაპირებთ რეისების ზრდას 60%-ით, დავსხდეთ ვილაპარაკოთ როგორ გავაკეთოთ ისე, რომ ბილეთების ფასები იყოს დაბალი და ყველასათვის ხელმისაწვდომი. წელიწადზე მეტია ვეხვეწები, რომ დავსხდეთ სალაპარაკოდ, ვერაფრით თურქები ვერ დავსვი სალაპარაკოდ, იმიტომ რომ მათ არ სურთ ლაპარაკი, არ სურთ ქართული მოსახლეობისთვის სოლიდარობის გამოცხადება, დღემდე ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ მაღალი შემოსავალი მიიღონ. მე არაფერი არ მაქვს საწინააღმდეგო, მაღალ შემოსავალს მაღალი მომსახურეობის დონე სჭირდება, მაგრამ საამისოდ არაფერი გაკეთებულა”, – აღნიშნავს თამაზ გაიაშილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები