LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანელი ფოტოგრაფი ბახმაროს ზღაპრულ ფოტოებს ავრცელებს

369

გერმანელ მოთხილამურეთა ჯგუფი ბახმაროს წელსაც ეწვია.

სოციალური ქსელის მეშვეობით, ისინი ამ კურორტის და მისი შესაძლებლობის შესახებ, ყველას აცნობენ და ზღაპრულ ფოტოებსაც ავრცელებენ.

“პატარა და ზამთარში მიტოვებული სოფელი კავკასიაში, ბახმარო, იმაზე მეტ თოვლს იღებს ზამთარში, ვიდრე სხვა რომელიმე დიდი კურორტი”, – წერენ ისინი.

სურათები ფოტოგრაფ Thomas Löffel-ს ეკუთვნის.

 

 

შეგახსენებთ, რომ გერმანელი ტურისტები ბახმაროს გასულ წელსაც ესტუმრნენ. მათ კურორტთან დაკავშირებით დიდი გეგმები აქვთ და ამბობენ, რომ მას დიდი პოტენციალი აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები