LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანელმა ტურისტებმა ბახმაროზე ვიდეორგოლი შექმნეს: მოთხილამურეთა ოცნებაში დაკარგულები

439

“მოთხილამურეთა ოცნებებში დაკარგულები” – ასე უწოდეს გერმანელმა მოთხილამურეებმა გურიის კურორტ ბახმაროზე შექმნილ ულამაზეს ვიდეორგოლს.

ვიდეორგოლი მათ მიმდინარე წლის იანვარში გადაიღეს და საკუთარ ვებ–გვერდზე გამოაქვეყნეს.

ბახმაროში მოთხილამურეები ტურისტული პოტენციალის შესასწავლად რამდენიმე კვირა, გურიის გუბერნატორის მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.

სატესტო სეზონზე ბახმაროს 60-მდე ტურისტი სტუმრობდა, მომავალი წლისთვის კი იგეგმება მათი რაოდენობის გაოთხმაგება და დაიწყება ამ მასშტაბური პროექტის განვითარება.

ტურისტებს შორის არის მოთხილამურე ერმანელი ინვესტორი ინგუ შლუტიუსი, რომელიც ბახმაროში, მომავალ წელს სასტუმროს აშენებას და ადგილობრივების დასაქმებასაც გეგმავს.

სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოხდა მოთხილამურეების მიერ სათხილამურო გზების დატესტვა.

იხილეთ ჩვენი სტატია: ბახმარო შესაძლოა, საქართველოს ყველაზე ცნობილი სამთო–სათხილამურო კურორტი გახდეს.

თამთა უთურგაშვილი

 

 

პოპულალურები