LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანია კაპუტ: მსოფლიო ჩემპიონატი ახალ რეკორდებს ამყარებს

57

მსოფლიო ჩემპიონატი ახალ-ახალ რეკორდებს ამყარებს.
ერთ-ერთი მექსიკა-შვედეთის მატჩის 74-ე წუთზე მოხდა, როდესაც მექსიკელმა ედსონ ალვარესმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი (ქვედა პირველ ფოტოზე). ეს გახდა მეშვიდე ავტოგოლი ამ მუნდიალზე. აქამდე ფეხბურთელები ამდენჯერ არასოდეს შემცდარან. წინა ანტირეკორდი 1998 წელს დაფიქსირდა – 6 გოლი.

წუხელვე შვეიცარიელ მეკარე იან ზომერს კოსტა რიკასთან მატჩში ავტოგოლი ჩაუთვალეს. ამასთან, ის გახდა მესამე მეკარე ისტორიაში, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე ავტოგოლის ავტორია.

მუნდიალზე ყველა 32 გუნდმა გაიტანა. ყველაზე დიდხანს კოსტა რიკას ვერ გაქონდა. კენდალ უოსტონმა შვეიცარიას 56-ე წუთზე გაუტანა და შესაბამისად ტურნირზე გოლგაუტანელი გუნდი არ დარჩა.

გერმანია ისტორიაში პირველად ვერ გავიდა ჯგუფიდან. ამოქმედდა კანონი, რომლის თანახმად ბოლო დროს მოქმედი ჩემპიონი ჯგუფში რჩება, ერთადერთი ბრაზილია-2002-ის გამოკლებით.
2002 წელს მერვედფინალში ვერ გავიდა საფრანგეთი, 2010-ში – იტალია, 2014 წელს – ესპანეთი.

მექსიკელმა ხესუს გალიარდომ ყველაზე ადრეული ყვითელი ბარათი მიიღო მუნდიალების ისტორიაში. ის შვედეთთან მატჩის უკვე მე-13 წამზე გააფრთხილეს.

ინგლისი 1966 წლის შემდეგ პირველად გამოვიდა გერმანიაზე უკეთ.
საშინაო მუნდიალის შემდეგ ინგლისი ერთხელ მივიდა ნახევარფინალამდე (1990 წ) და იქაც გერმანიასთან წააგო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები