LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებას მხარს უჭერს

100

გერმანია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებას მხარს უჭერს – ამის შესახებ ანგელა მერკელმა კიევში განაცხადა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს შეხვდა.

მერკელის შეფასებით, მინსკის შეთანხმება დღესაც არ სრულდება და ფრონტის ხაზზე ჯარისკაცები კვლავ იღუპებიან. გერმანიის კანცლერისთვის მიუღებელია დონეცკსა და ლუგანსკში დაგეგმილი არჩევნები, რაც მისი განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ეწინააღმდეგება.

„ჩვენ ვისაუბრეთ, რომ სანქციები დაკავშირებულია მინსკის შეთანხმების შესრულებასთან. თუ იქნება რამე პროგრესი, შესაძლებელია საუბარი მათ შემსუბუქებაზე. მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, მინსკის შეთანხმება არ სრულდება, შესაბამისად, გერმანია ამ სანქციების გახანგრძლივების მომხრე იქნება“,- განაცხდა მერკელმა.

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები  2019 წლის 15 მარტამდე გაახანგრძლივა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები