LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანია საქართველოს 51 მოქალაქეს დაატოვებინეს

57

ვიზალიბერალიზაციის პირობების დარღვევის გამო გერმანიიდან საქართველოს 51 მოქალაქე გამოაძევეს. ისინი საქართველოში სპეციალური რეისით ცოტა ხნის წინ ჩამოფრინდნენ.

დეპორტირებული მოქალაქეების თქმით, მათ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დაატოვებინეს გერმანია. მათი თქმით, დილის ხუთ საათზე მიგრაციის სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ მათთან სახლებში და უთხრეს, რომ გერმანიაში ყოფნის უფლება აღარ ჰქონდათ.

როგორც ირკვევა, გამოძევებული მოქალაქეები გერმანიაში ძირითადად მკურნალობის მიზნით იყვნენ ჩასულები და მათ თავშესაფრის მოთხოვნის უფლება არ ჰქონდათ. გერმანიიდან ქართველების მორიგი დეპორტაცია დაახლოებით 1 თვეშია მოსალოდნელი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები