LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანია სირიის ჰუმანიტარული დახმარების მიზნით მილიარდი ევრო გამოყოფას აპირებს

38

გერმანია აპირებს, სირიას ჰუმანიტარული დახმარების მიზნით მილიარდი ევრო გამოუყოს. ამის შესახებ Twitter-ში ინფორმაცია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

თებერვალში გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ განაცხადა, რომ ის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს 10 მილიონ ევროს გამოუყოფს, რათა დაეხმაროს აღმოსავლეთ ღუტას სირიაში.

ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გერმანიამ 2012 წლიდან დღემდე სირიაში 3.78 მილიარდი ევრო გადარიცხა ქვეყნის აღსადგენად, საიდანაც 1.85 მილიონი ჰუმანიტარული დახმარებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები