LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანია თავშესაფრის მინიჭებისა და დეპორტაციის პროცედურის დაჩქარებას გეგმავს

87

გერმანიის ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი ჰორსტ ზეეჰოფერი აცხადებს, რომ გერმანია კრიმინალების მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას გაატარებს. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Spiegel-ი ავრცელებს.

მინისტრმა თავშესაფრის მინიჭებისა და თანმიმდევრული დეპორტაციის პროცედურების დაჩქარების გენერალური გეგმის შესახებ ისაუბრა. მინისტრის თქმით, ის აღნიშნული გეგმის განხორციელებას თანამდებობაზე ოფიციალურად დანიშვნისთანავე შეუდგება.

„თანამდებობის დაკავების შემდეგ მე შევკრებ შს სამინისტროს თანამშრომლებს, რათა შევიმუშაოთ თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადების დაჩქარებული განხილვისა და შემდგომი გაძევების სტრატეგია. დეპორტაციის შემთხვევები მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს. ჩვენ განსაკუთრებით მკაცრად უნდა ვიმოქმედოთ დამნაშავეებსა და პოტენციურ ტერორისტებთან მიმართებაში“,- აღნიშნა ჰორსტ ზეეჰოფერმა.

14 მარტს გერმანიის ბუნდესტაგი ახალ კანცლერს აირჩევს. ამავე დღეს ახალი მინისტრთა კაბინეტი ფიცს დადებს და მთავრობა მოვალეობის შერსულებას ოფიციალურად შეუდგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები