LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში 88 წლის ქალს ჰოლოკოსტის უარყოფისთვის 6-თვიანი პატიმრობა მიესაჯა

40

ბერლინის სასამართლომ 88 წლის ქალს ჰოლოკოსტის უარყოფისთვის 6-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ წარსულში არაერთხელ ნასამართლევი ურსულა ჰაფერბეკი ეროვნულ ნიადაგზე შუღლის გაღვივებაში დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.

სასამართლოს ინფორმაციით, 2016 წლის იანვარში ურსულა ჰაფერბეკმა საჯაროდ განაცხადა, რომ ჰოლოკოსტი არ მომხდარა. ის ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის გაზის კამერებში მასობრივ მკვლელობებს უარყოფდა და ამბობდა, რომ ამ ფაქტში „არანაირი სიმართლე არ არის“. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული შესვენების დროს ჰაფერბეკმა საკუთარი აზრი გაიმეორა.

ოსვენციმში გაზით მოწამვლა არ ხდებოდა,– აღნიშნა ურსულა ჰაფერბეკიმ.

წარსულში ჰაფერბეკი ანალოგიური ბრალდებით არაერთხელ გაასამართლეს. 2015 წლიდან მოყოლებული მას თავისუფლების აღკვეთა ხუთჯერ მიუსაჯეს, მაგრამ განაჩენები ძალაში მათი გასაჩივრების გამო ვერ შედიოდა. 2017 წლის აგვისტოში ჰაფერბეკს ნაცისტური რეჟიმის დანაშაულების უარყოფისთვის ორწლიანი პატიმრობა მიესაჯა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები