LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში ამერიკელი ნაცისტური მისალმებისთვის გალახეს

98

გერმანიაში ამერიკელი ტურისტი ნაცისტური მისალმების გამო სცემეს. ინციდენტი ქალაქ დრეზდენში, ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში მოხდა. ტურისტი, რომლის ვინაობაც არ სახელდება, ქუჩაში სეირნობდა და გამვლელებს ნაცისტურად ესალმებოდა. ამან კი გერმანელთა გაღიზიანება გამოიწვია და ამერიკელს სასტიკად გაუსწორდნენ.
თვითმხილველებმა მაშინვე პოლიცია გამოიძახეს და ტურისტი ამჟამად წინასწარი დაკავების საკანში იმყოფება. საქმე ისაა, რომ მისი მდგომარეობა უკვე სტაბილურია და მასთავისი საქციელისთვის პასუხისგემა სასამართლოს წინაშე მოუწევს.
აღსანიშნავია, რომ სამართალდამცავები ტურისტის შეურაცხყოფაში დამნაშავე აგრესიულ გერმანელებსაც ეძებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები