LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში, დანით შეიარაღებული მამაკაცი მატარებელში მგზავრსა და პოლიციელს თავს დაესხა

34

გერმანიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ფლენსბურგის სადგურში, დანით შეიარაღებული მამაკაცი მატარებელში მგზავრსა და პოლიციელს თავს დაესხა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. პოლიციის ინფორმაციით, 22 წლის სამართალდამცველმა ქალმა, რომელსაც დანით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული, ცეცხლი გახსნა და თავდამსხმელი მოკლა.

მომხდარის გამო ფლენსბურგის სადგურიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. სადგური რამდენიმე საათით დაიკეტა. ჯერჯერობით უცნობია თავდასხმის მოტივი.

გამოცემა Bild-ი წერს, რომ კიოლნი-ფლენსბუგრგის მატარებელში ორ მამაკაცს შორის ჩხუბი მოხდა, რის გამოც გამცილებელმა პოლიცია გამოიძახა. მგზავრებს შორის მყოფმა ახლაგაზრდა ქალმა პოლიციელმა, კონფლიქტის დარეგულირება სცადა, თუმცა ჩხუბის მონაწილე ერთ-ერთი მამაკაცი მეორეს დანით თავს დაესხა,  შემდეგ კი პოლიციელი დაჭრა.

მომხდარს გამოეხმაურა გერმანიის შს მინისტრი ჰორსტ ზეეჰოფერი, რომელმაც განაცხადა, რომ ინციდენტის გამო შეძრწუნებულია.

„ძალადობას არასდროს უნდა შევეგუოთ – იქნება ის მიმართული მოსახლეობისა თუ პოლიციის წინაღმდეგ,“ – განაცხადა მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები