LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში გაასამართლებენ ადამიანებს, რომლებმაც გულწასულ პენსიონერს დახმარება არ აღმოუჩინეს

61

გერმანიაში  3 მოქალაქის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს , რომლებმაც ბანკის შენობაში გულწასულ პენსიონერს დახმარება არ გაუწიეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

შემთხვევა გერმანიის ერთ-ერთ ბანკში მოხდა. 83 წლის კაცი  წაიქცა და თავი მეტლახის იატაკს დაარტყა, ერთი კვირის შემდეგ კი გარდაიცვალა. წაქცეული კიდევ ერთმა ბანკის ვიზიტორმა დააიგნორა, თუმცა ის თავად სნეული იყო. მხოლოდ მეხუთე ადამიანმა, რომელიც ბანკში შევიდა, მოხუცს ყურადღება მიაქცია  და სასწრაფო გამოიძახა.

შედეგად, გულწასულ პენსიონერს სასწრაფო დახმარება 20 წუთის შემდეგ აღმოუჩინეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები