LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა

88

გერმანიის ხელისუფლების ინფორმაციით, ჩქაროსნულ მატარებელს, რომელსაც ფრანკფურტიდან კელნიში მიჰყავდა მგზავრები, ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ გერმანული მედია წერს.

შემთხვევა ქალაქ დიერდორფთან მოხდა. მატარებლიდან 510 მგზავრის ევაკუაცია გახდა საჭირო. ხანძრის გაჩენის მიზეზის ამ დროისთვის უცნობია.

შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მიმდინარეობს გამოძიება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები