LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში ნიქაბით სიარული უნდა აიკრძალოს – ანგელა მერკელი

42

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი მიიჩნევს, რომ გემანიაში ნიქაბით სიარული უნდა აიკრძალოს, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ნიქაბი მუსულმანური სამოსია ქალებისთვის, რომელიც სახესა და სხეულს მთლიანად ფარავს.

ესენში პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას მერკელმა განაცხადა, რომ ასეთი სამოსით სიარული უნდა აიკრძალოს მთელს ქვეყანაში.

„ეს არ არის ჩვენთვის გასაგები,“ – განაცხადა კანცლერმა.

GERMANY-TELEVISION-MEDIA-ISLAM

მისი თქმით, გერმანიაში ადამიანებს შორის კომუნიკაციის დროს მიღებულია, რომ სახე დაფარული არ იყოს.

„ამიტომ ჩვენთვის მიუღებელია სრულად დაფარული სახე და სხეული,“ – აღნიშნა მერკელმა.

ამავე ყრილობაზე მერკელმა მხარი დაუჭირა სკოლებში, სასამართლოსა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებების შენობებში ფარანჯათი სიარულის აკრძალვას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები