LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში ოჯახის დაყაჩაღებისთვის საქართველოს მოქალაქეს ექვსწლიანი პატიმრობა მიესაჯა

116

საქართველოს 32 წლის მოქალაქეს, რომელმაც გერმანიის ქალაქ მიუნსტერში ოჯახი დააყაჩაღა, ექვსწლიანი პატიმრობა მიესაჯა, – ამის შესახებ გერმანული მედია იუწყება.

სასამართლომ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის აპრილში საქართველოს მოქალაქე ამ დრომდე დაუდგენელ კიდევ ერთ პირთან ერთად სახლში შეიჭრა.

„თავდამსხმელებმა ოჯახის უფროსს სცემეს და სკამზე დააბეს, მის მეუღლესა და 8 და 10 წლის შვილებს კი დანით დაემუქრნენ. ბოროტმოქმედებმა სახლიდან რამდენიმე ასეული ევრო, ოქროულობა და მარიხუანა წაიღეს. მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლე ბრალდებულს სასჯელის შემსუბუქებას დაპირდა, მან სასამართლოზე თანამზრახველის ვინაობა არ გაამხილა,“ – წერს გერმანული მედია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები