LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში საქართველოს მოქალაქეებისგან შემდგარი კრიმინალური ჯგუფი დააკავეს

44

გერმანიაში საქართველოს მოქალაქეებისგან შემდგარი კრიმინალური ჯგუფი დააკავეს. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ქართველებს ბინების გაქურდვაში ადანაშაულებენ. დაპატიმრებულთა შორის არის სამი მამაკაცი და ერთი ქალი, რომელთა ასაკი 27-დან 32 წლამდეა.

გამოძიების ცნობით, მათ სულ მცირე, სამი სახლი გაქურდეს. დაკავებულების ბინის ჩხრეკისას ამოღებულია ნაქურდალი ნივთები.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები