LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში თვითმფრინავი ელექტრობოძს დაეჯახა და ჩამოვარდა

62

გერმანიაში ულტრა მსუბუქი თვითმფრინავი ჩამოვარდა. შემთხვევა ქვემო საქსონიის მიწაზე, ქალაქ ჰანოვერის სიახლოვეს მოხდა და მის შედეგად ბორტზე მყოფი 2 ადამიანი დაიღუპა.
გერმანული მედიის ინფორმაციით, ხომალდი ზედმეტად დაბალ სიმაღლეზე მიფრინავდა, ამიტომ ელექტროენერგიის გადამცემ ხაზებს დაეჯახა და ავიაკატასტროფის მიზეზი სწორედ ეს გახდა.
თვითმფრინავი დასახლებული პუნქტიდან მოშორებით ჩამოვარდა, ამიტომ მიწაზე არავინ დაზარალებულა.
ამჟამად ინციდენტს სამართალდამცავები იძიებენ და დამატებითი დეტალებიც ცნობილი სწორედ ამის შემდეგ გახდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები