LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიიდან საქართველოს 60-მდე მოქალაქე გამოაძევეს

55

გერმანელმა სამართალდამცველებმა საქართველოს 60-მდე მოქალაქის დეპორტაცია მოახდინეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სპეციალური ავიარეისი დუსელდორფიდან რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.

ისინი გერმანიის სხვადასხვა ქალაქში აიყვანეს, მათ შორის არის ოჯახი მცირეწლოვან ბავშვთან ერთად, რომელიც გერმანიაში სამკურნალოდ იყო წასული.

დეპორტირებულების უმეტესობა თავშესაფარს ძირითადად გერმანიაში მოითხოვდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები