LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიის მთავარი პრობლემა: მიგრანტები ყოველდღიურად ზარალდებიან

196

გერმანიაში ყოველდღიურად 10 მიგრანტი მაინც ზარალდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2016 წელ ქვეყანაში მიგრანტებზე თავდასხმის 3,5 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა, ანუ ყოველ დღე 10 ადამიანი მაინც ზარალდებოდა. შედეგად, 560-მა ადამიანმა სერიოზული დაზიანება მიიღო. სამწუხაროდ, მათ შორის 43 მცირეწლოვანი ბავშვი იყო. შეგახსენებთ, რომ ომის გამო საკუთარი ქვეყნებიდან გამოქცეული ადამიანები კანცლერმა ანგელა მერკელმა 2015 წელს მიიღო და მას შემდეგ გერმანიაში დანაშულის დონე თითქმის გაორმაგდა. 2016 წელს გერმანელებმა 280 ათასი მიგრანტი შეიფარეს, რაც წინა წლის მონაცემებზე 600 ათასით ნაკლებია. საინტერესოა, რომ ადგილობრივების აზრით, მიგრაცია თანამედროვე გერმანიის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები