LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიის მთავრობის პრესსამსახური ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტზე ინფორმაციას ავრცელებს

37

ანგელა მერკელი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 23 აგვისტოს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას  გერმანიის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მათ მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად,საქართველოდან  მერკელი სომხეთში გაემგზავრება, შემდეგ კი აზერბაიჯანს ეწვევა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, გერმანიის კანცლერის ვიზიტი საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია.

„10 წლის წინ განხორციელდა წინა ვიზიტი და დროის თვალსაზრისით, ამ ვიზიტს აქვს დიდი მნიშვნელობა რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს.

გერმანიის მხარდაჭერა ევროკავშირში და ჩრდილო-ატლანტიკურ ორგანიზაციაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენს გერმანელ პარტნიორებთან მუდმივად ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველო იყოს მათი დღის წესრიგის მნიშვნელოვანი თემა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები