LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიის სადეპორტო დაწესებულებაში საქართველოს 3 მოქალაქე შიმშილობს

607

გერმანიაში, ქალაქ ბურენის სადეპორტო დაწესებულებაში, საქართველოს სამი მოქალაქე შიმშილობს. ქართველები შენობაში დაახლოებით ერთი თვის წინ მოათავსეს.

ისინი ადვოკატთან შეხვედრას ითხოვენ და ამტკიცებენ, რომ სადეპორტო დაწესებულება პროცესს ხელოვნურად აჭიანურებს და ადმინისტრაციას უყურადღებობაში ადანაშაულებს. გავრცელდა ინფორმაცია მათი ცემის შესახებაც, რასაც გერმანიაში საქართველოს წარმომადგენლობა არ ადასტურებს.

საკონსულოს ცნობით, ბურენის თავშესაფარში საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობით არანაირი დაპირისპირების ფაქტი არ მომხდარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები