LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიის საელჩო მცირე პროექტებს დააფინანსებს

87

გერმანიის საელჩო 10 ათასი ევროს ღირებულების მცირე პროექტებს დააფინანსებს. განაცხადების მიღება საელჩომ უკვე დაიწყო.

საელჩოს ინფორმაციით, განაცხადების მიღება 29 თებერვალს დასრულდება, მათი დამუშავებისთვის კი სამი თვეა განსაზღვრული. შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილების შესახებ ივნისში გახდება ცნობილი.

მათივე ინფორმაციით, პროექტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს.  პროექტის წარმდენი უნდა იყოს არაკომერციული, არასამეწარმეო ორგანიზაცია, რომელიც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობას ეწევა,  პროექტმა უშუალო წვლილი უნდა შეიტანოს უღარიბესი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში. აგრეთვე,  პროექტმა სარგებელი უნდა მოუტანოს ადამიანთა დიდ ჯგუფს და განმცხადებელ ორგანიზაციას თავად არ უნდა შეეძლოს პროექტის მთლიანად დაფინანსება.

ასევე,  განმცხადებელმა ორგანიზაციამ ან/და ადგილობრივმა მოსახლეობამ, რომელიც სარგებელს ნახულობს პროექტის ფარგლებში, წვლილი უნდა შეიტანოს პროექტის განხორციელებაში, რაც არ გულისხმობს აუცილებლად ფინანსურ თანამონაწილეობას, არამედ პროექტში ჩართულობას სხვა ფორმით (მაგ. სამუშაო ძალის გამოყენება სამშენებლო პროექტების შემთხვევაში).

პროექტის ფარგლებში შესაძენი საქონლის შესყიდვა უნდა მოხდეს საქართველოში ან მეზობელ ქვეყნებში. პროექტი უნდა განხორციელდეს მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე და მისი დადებითი შედეგი უნდა გაგრძლედეს პროექტის  დასრულებიდან მინიმუმ ორი წლის განმავლობაში.

გამონაკლისის შემთხვევაში შესაძლებელია საგრანტო დაფინანსებამ 25 000 ევრო შეადგინოს.

”დაგვიანებით შემოსულ განაცხადებს, როგორც წესი, არ ვითვალისწინებთ. გამონაკლისის სახით მათი გათვალისწინება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გრანტებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის თანხები სრულად არ იქნება გახარჯული თებერვალში შემოსული განაცხადებისთვის”, – განაცხადეს საელჩოში.

საელჩოს წელიწადში შეუძლია დაახლოებით ათი-თორმეტი მცირე პროექტის დაფინანსება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები