LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიის შს მინისტრმა თანამდებობის დატოვება 3 დღით გადადო

83

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამდებობის დატოვება 3 დღით გადადო. ჰორსტ ზეეჰოფერმა საემიგრაციო პოლიტიკის საკითხებში გერმანიის კანცლერთან უთანხმოების მიზეზით, ძალოვანი უწყების ხელმძღვანელის პოსტის დატოვების შესახებ გუშინ განაცხადა.

თუმცა მედიასთან საუბრისას განმარტა, რომ ანგელა მერკელთან შეთანხმების მიღწევას შეეცდება. შეხვედრა გერმანიის კანცლერსა და შინაგან საქმეთა მინისტრს შორის დღეს ბერლინში გაიმართება.

ექსპერტების შეფასებით, ჰორსტ ზეეჰოფერის პარტიის, მერკელის „ქრისტიან-დემოკრატებთან“ ფორმირებული კოალიციიდან გასვლის შემთხვევაში, გერმანიის მმართველმა კოალიციამ შესაძლოა პარლამენტში უმრავლესობა დაკარგოს და ქვეყანა პოლიტიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები